პროექტი,,ტურისტული გზამკვლევი”- წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი წყარო ბოდბეში
პროექტის სათაური: წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი წყარო ბოდბეში
პროექტის მოკლე აღწერა:შევადგინეთ მარშრუტი თბილისიდან ბოდბისხევამდე და მოვნიშნეთ მასში მითითებული ისტ.ძეგლები.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის მოპოვებას წმ.ნინოს შესახებ ინტერნეტით, ლიტერატურიდან .შეისწავლიან IV საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენებს ,როდესაც მოხდა წმ.ნინოს მიერ ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში. მოიძიებენ ცნობებს მირიან მეფისა და მისი ოჯახის შესახებ ისტორიული წყაროებიდან. ბოდბისხევის მოსახლეობიდან მოიძიებენ თქმულებებს ნინოს წყაროს შესახებ და ლეგენდებს. გამოიკვლევენ წყაროს სამკურნალო თვისებებს რეალური ფაქტების საფუძველზე.გაცვლიან ინფორმაციებსბოდბისხევის საშუალო სკოლის მოსწავლეებთან.
მონაწილეთა ასაკი : VI-IX კლასი.
ვადა / ხანგრძლივობა: 5 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები მოიძიებენ ლიტერატურას, აქტიურად გამოიყენებენ ინტერნეტს, გაკეთდება ექსკურსია ბოდბისხევში, სკოლაში გავაკეთებთ პროექტის პრეზენტაციას, მოსწავლეები გააკეთებენ წმ. ნინოს სურათების გამოფენას და შეადგენენ ფოტო და ვიდეო ალბომს ნინოს წყაროზე გადაღებული სურათებით.
მოსალოდნელი შედეგები: ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, გამოუმუშავდებათ ინტერნეტში მასალების მოძიების, კვლევის, რუკების შედგენის, ინტერვიუს აღების ჩვევები. გაეცნობიან წმ. ნინოს ცხოვრებას სიღრმისეულად , მის ღვაწლს ქრისტიანობის გავრცელების საქმეში.
სარგებელი სხვებისათვის: ყველასათვის გახდება მისაწვდომი ნინოს წყაროს არსებობის და მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია.უკეთ გაეცნობიან აღმოსავლეთ საქართველოს ისტ. ძეგლებს. გამოუმუშავდებათ პატივისცემა და რწმენა წმინდანების და მათი ცხოვრების მიმართ. უფრო განმტკიცდებიან რწმენაში.
სამუშაო ენა :ქართული
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ცოდნის გაღრმავება ქვეყნის შესახებ.ისტორიული ძეგლების და მოვლენების აღწერის შესწავლა.
გეოგრაფია:უკეთ გაეცნობიან რუკას, აღმ.საქართველოს ბუნებას და გეოგრაფიას.
ლიტერატურა: ბავშვები შექმნიან წმ. ნინოზე ლექსებს, ნახატებს, ალბომებს, მოიძიებენ თქმულებებს და ლეგენდებს.
ხელოვნება:გააკეთებენ ჩანახატებს წმ. ნინოზე, დაწერენ სიმღერას, გააკეთებენ ნინოს ჯვარს ვაზის ტოტებისაგან.
მათემატიკა: გამოთვლიან მანძილს თბილისიდან ბოდბისხევამდე. გამოითვლიან რამდენი ლიტრი საწვავია საჭირო. ისწავლიან მასშტაბის გამოთვლას.
ქიმია: გაუკეთებენ ლაბორატორიულ ანალიზს ნინოს წყაროდან აღებულ წყლის სინჯს.
მონაწილე სხვა სკოლები: ბოდბისხევის საშუალო სკოლა
ფასილიტატორისსახელი:ნატალია ქვლივიძე.თბილისის 115-ე საშ.სკოლის ინფ. მენეჯერი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:natpuska@gmail.com